„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1624-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 480040000.05.001.103110
1624-Vმს-XIმპ
28/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
480040000.05.001.103110
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დიპლომატიის აკადემია (შემდგომ − აკადემია) − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამებს, აგრეთვე პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს;

2) კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი − საგანმანათლებლო კურსი, რომლის მიზანია პირის მიერ დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე პირის იმ საკითხებში მომზადება და გადამზადება, რომლებიც სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება;“.

2. მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;“.

3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. პირი, რომელსაც აქვს აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად.“.

4. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს უმაღლეს დიპლომატიურ რანგს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის წარდგინებითა და თანახელმოწერით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოს:

ა) მინისტრს;

ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს;

გ) მინისტრის მოადგილეს;

დ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელსაც უკავია ან ეკავა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

 

„თავი V1. აკადემია

მუხლი 401. აკადემიის სტატუსი

1. აკადემია არის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. აკადემიის საქმიანობის წესი დგინდება მისი წესდებით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მინისტრი.

4. აკადემია ახორციელებს საბაკალავრო პროგრამას, სამაგისტრო პროგრამასა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს, ხოლო მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სხვა კურსებს.

5. სამინისტრო აკადემიისთვის უზრუნველყოფს პროგრამულ დაფინანსებას.

6. აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მართვის ორგანოები, აგრეთვე შეიძლება დადგინდეს აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.

7. აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

28 მაისი 2026 წ.

N1624-Vმს-XIმპ