დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.017729 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) მონიტორინგის მთავარი სამმართველო;“. 2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. მონიტორინგის მთავარი სამმართველო 1. მონიტორინგის მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას, დისციპლინური ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პრევენციას და სათანადო რეაგირებას; ბ) ახორციელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) გამოვლენილი ხარვეზების, შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე, ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას, შესაბამისი ცნობების/დასკვნების მომზადებასა და მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას; დ) სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოითხოვს ინფორმაციას/დოკუმენტაციას სტრუქტურული ერთეულებიდან, აწარმოებს მიმოწერას შესაბამის დანაყოფებთან; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) I სამმართველო; ბ) II სამმართველო.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები