ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე N2 ქუჩისათვის „ეგნატე ნინოშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე N2 ქუჩისათვის „ეგნატე ნინოშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016056
27
27/05/2026
ვებგვერდი, 02/06/2026
000000000.00.113.016056
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე N2 ქუჩისათვის „ეგნატე ნინოშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

განკარგულება №27

2026 წლის 27 მაისი 

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე №2 ქუჩისათვის ,,ეგნატე ნინოშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე №2 ქუჩას ეწოდოს „ეგნატე ნინოშვილის“ ქუჩა თანდართული რუკის თანახმად.

მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. №14).

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                         დავით დარჩია