„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 02/06/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016045
12
02/06/2026
ვებგვერდი, 03/06/2026
280030000.73.085.016045
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის

ბრძანება №12

2026 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 11-12 მაისის  №33 სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების,  ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 07/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016036) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება/საჯარიმო ქვითარი არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების/საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, აღნიშნული ვადის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფონდის გენერალური  დირექტორი გადაწყვეტილებასთან/საჯარიმო ქვითართან დაკავშირებით გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, ამ წესის დანართი №3-ით წარმოდგენილი ფორმით. სააღსრულებო ფურცელი შესაძლებელია გამოიცეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირების გზით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შემდგომ, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში:

ა) თუ მცირდება ან უქმდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და საურავის მოცულობა, აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა არ იცვლება;

ბ) თუ იზრდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და საურავის მოცულობა,  აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა გაიზრდება.

5. თუ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა აღემატება სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის ოდენობას, აღნიშნული სხვაობა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის სახით აისახება.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა მიემართება იმ უპირველესი მოთხოვნის დასაფარად, რომლის იძულებით აღსასრულებლადაც გამოიცა სააღსრულებო ფურცელი.

7. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ან/და საურავის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფარვის მიზნით ამოღებული თანხით უპირველესად დაიფარება განუხორციელებელი საპენსიო შენატანი, შემდგომ მასზე დარიცხული საურავი. არასაკმარისი თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე