დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 243 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040030.10.003.025792 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები“ (დანართი №2), მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში (მხოლოდ საკონსულო ფუნქციები), მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში, სუდანის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასა (მხოლოდ საკონსულო ფუნქციები) და ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“. 2. 21 პუნქტით დამტკიცებულ „იმ ქვეყნების ნუსხას, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს არარეზიდენტი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“ (დანართი №3), დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ბოსნია და ჰერცეგოვინა (გარდა საკონსულო ფუნქციებისა).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები