დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016848 |
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების მე-2 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0 (ნული) ლარით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მიზნებისთვის:
ა) M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ზე ნაკლებია, ხოლო სრული მასა არ აღემატება 5 ტონას. ბ) M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, ხოლო სრული მასა აღემატება 5 ტონას. |
| მუხლი 4 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე დაბა ადიგენი-უდე-არალი და დაბა ადიგენი-ბენარა-აბასთუმანი (ტარიფით 0 (ნული) ლარი) მგზავრობის უფლება განესაზღვროს მოსახლეობის ყველა კატეგორიას. |
| მუხლი 5 |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ტრანსპორტის განყოფილება. |
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 აპრილის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/05/2026, 010250050.35.137.016842). |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების ( M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები