ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 20/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016586
11
17/06/2026
ვებგვერდი, 18/06/2026
010250050.35.119.016586
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №11

2026 წლის 17 ივნისი

ქ. ხონი

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის; „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 20 ივლისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი გოფოძე



დანართი
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერის  წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული   მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახური
1. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომ  სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის იურდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (შემდგომ – სამსახურის ხელმძღვანელი) და პროფესიული საჯარო მოხეელეებისგან.

მუხლი 3. სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის უზრუნველყოფის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.

2. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის.

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს.

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზმებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს.

ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.

ზ) მერიის დებულების შესაბამისად,თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ფაქტებს.

თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

ი) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლებამოვალეობებს ასრულებს სამსახურის განყოფილების უფროსი.

კ) სამსახურის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

ლ) სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.


მუხლი 4. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის  (შემდგომ – მოხელე) უფლებამოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ „საქართველოს კანონის შესაბამისად ამ დებულებითა და მოხელის სამუშაო აღწერილობით.

2.  სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისგან, სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურდიული პირებისგან;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და მიიღოს გადაწყვეტილება. მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებივი გამოძიება;

ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისთვის;

ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

თ) მიღებული დავალებების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

ი) უარი თქვას ისეთი დავალებების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს;

ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;

ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. სამსახურის მოხელე მოვალეა:

ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებიტა და სამუსაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) დადგენილი პერიოდულობითა და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

ზ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება. პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;

თ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ი) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.


მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ინფორმაციის მიწოდებას მერისათვის შესაბამისი ადმინისტრავიული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმფარველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის წარმომადგენელთან შეთანხმებით მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მერის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას.

დ) მერის წარმომადგენლებს უწევს მეთოდურ დახმარებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.


მუხლი 6. სამსახურის უფლებები
1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან თავის ფუნქციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;

ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მონაწილეობა მიიღოს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;

ზ) მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მერის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.


მუხლი 7. სამსახურის მოვალეობები
1. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე;

ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შეასრულება;

გ) ანგარიში წარუდგინოს მერს თავისი საქმიანობის შესახებ;

დ) მოამზადოს ინფორმაციები ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.khoni.gov.ge)  განთავსების მიზნით;

ე) დაიცვას წინამდებარე დებულება, მერიის შინაგანაწესი და სხვა სამართლებრივი აქტები.