დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016585 |
|
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №36 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016181).
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი; გ) III რანგის უფროსი სპეციალისტები.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია: ა) მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილება;“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მესამე პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებას ახორციელებს განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები