„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.025815
266
17/06/2026
ვებგვერდი, 18/06/2026
300280000.10.003.025815
„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №266

2026 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25  მარტის №129 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2021, 300280000.10.003.022682) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების გეგმის“ დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „დანართი №1

 

განცალკევების პროცესის განხორციელების პარალელურად და მისი დასრულების შემდგომ, გამონაკლისის სახით, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის/გადამცემი ქსელის მესაკუთრის მიერ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან თანამშრომლობით დასასრულებელი მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი:

 

პროექტის დასახელება

სიგრძე, კმ

DN, მმ

დასრულების დრო

ქობულეთის განშტოება

18,3

500

2026

ნატახტარი-წილკანი-ქსანი

18,2

700

2023

საჰაერო გადასასვლელი არაგვზე საგურამოში

2,9

700

2027

ხაშური-სვერი 

36

700

2027

სვერი-ზესტაფონი

36

700

2029

ასპინძა-ქოთელია

23

300

2027

ლეხურა-სვენეთი

20,6

700

2025

ახალციხე-უდე

16

300

2028

სომხეთის განშტოება

5,5

1200

2027

 

 

ლოკალური აღდგენითი (კაპიტალური) სამუშაოები

2021 − 2029

 

საჭიროების შემთხვევაში, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გადასცემს „გადამცემი ქსელის მესაკუთრეს“ საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა უფლებასა და ვალდებულებას (სადაც ეს შესაძლებელია), რაც საჭიროა 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დაწყებული ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მშენებლობის/ რეაბილიტაციის პროექტების ეფექტიანი და შეუფერხებელი დასრულების უზრუნველსაყოფად.

შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში „გადამცემი ქსელის მესაკუთრემ“, სულ მცირე, წელიწადში 2-ჯერ უნდა წარუდგინოს შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, პროექტების მიმდინარეობას გაუწიოს ზედამხედველობა.

ზემოხსენებული პროექტების დასრულების შემდეგ შესაბამისი აქტივები აისახება „გადამცემი ქსელის მესაკუთრესა“ და შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შორის დასადებ იჯარის ხელშეკრულებაში.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე