დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 18/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440000000.89.104.016003 |
|
„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 24 სექტემბრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესი და ინოვაციების რეესტრის წარმოების ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქვეყნები და ინდუსტრიები, სადაც ახორციელებს საქმიანობას.“. 2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქვეყნები და ინდუსტრიები, სადაც ახორციელებს საქმიანობას.“. 3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული ამონაწერი, რომელიც განახლებულია განაცხადის შემოტანამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.“. 4. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც აღწერილი იქნება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე ქსელის შიდა პოლიტიკისა და საინვესტიციო პროცედურების შესაბამისად განხორციელებული შეფასების, განხილვისა და შერჩევის პროცედურები.“. 5. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქვეყნები და ინდუსტრიები, სადაც ახორციელებს საქმიანობას.“. 6. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „თ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, ასევე საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში – განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა და დაფინანსებული კომპანიების ჯამური რაოდენობა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები