„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/60
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 18/06/2026
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 310010000.84.097.016026
1-1/60
18/06/2026
ვებგვერდი, 22/06/2026
310010000.84.097.016026
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №1-1/60

2026 წლის 18 ივნისი

. თბილისი

 

„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/28 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/02/2026, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016022) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება გულისხმობს საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, რომლის მიზანია იმ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის აღიარება და რეესტრში აღრიცხვა, რომელიც უფლებამოსილი იქნება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს მიაწოდოს შესაბამისი ცოდნა სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან, შეფუთვასთან, დატვირთვასთან, გადმოტვირთვასთან და დახარისხებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ, ასევე იმ მოვალეობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სერტიფიკატის მისაღები გამოცდა (შემდგომ − გამოცდა)  სააგენტოს მიერ ორგანიზებული თეორიული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი მიიღებს სერტიფიკატს;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“-„მ“ ქვეპუნქტები:

კ) ტრენერი – ამ წესის შესაბამისად აღიარებული სწავლების განმახორციელებელი პირის მიერ განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომლის კომპეტენცია სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად შეფასდა დადებითად და უშუალოდ ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტთა სწავლებას;

ლ) ტრენერობის კანდიდატი (შემდგომ – კანდიდატი) – განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ფიზიკური პირი, რომლის კომპეტენციაც ამ წესის შესაბამისად უნდა შეფასდეს სააგენტოს მიერ, რათა ის გახდეს ტრენერი;

მ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ – RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელმა, რომელსაც სურს სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარება, უნდა მიმართოს სააგენტოს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განცხადებით, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:“.

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანდიდატის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ჩართული უნდა იყოს სწავლების განხორციელებაში;“.

4. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ განმცხადებლის მიერ სააგენტოში წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას იურიდიული პირისთვის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების შესახებ 5 წლის ვადით.“.

5. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ მუხლი:

მუხლი 31. კანდიდატის კომპეტენციის შეფასება

1. სააგენტო სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების ფარგლებში აფასებს კანდიდატის აუცილებელ კომპეტენციას, რომლის მიზანია მისი ცოდნისა და პროფესიული უნარების შეფასება სწავლების განსახორციელებლად.

2. სააგენტო ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული განცხადების წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელსა და მის მიერ განსაზღვრულ კანდიდატს აცნობებს კანდიდატის კომპეტენციის შეფასების (შემდგომ – შეფასება), კერძოდ, ტესტირებისა და პრაქტიკული დავალების ჩატარების თარიღსა და დროს იმ საკონტაქტო ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მითითებულია განცხადებაში.

3. შეფასება მოიცავს ორეტაპიან პროცედურას:

ა) ტესტირება და პრაქტიკული დავალება;

ბ) სადემონსტრაციო ლექცია.

4. ტესტირება და პრაქტიკული დავალება წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი გადალახავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს.

5. ტესტირების ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გენერირდება 80 ტესტური კითხვა, რომლებიც ეფუძნება სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 27 თებერვლის №1-1/31 ბრძანებით დამტკიცებული „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის ჩატარების წესებითა და პირობებით“ გათვალისწინებულ საკითხებს.

6. პრაქტიკული დავალებების ფარგლებში ელექტრონულ სისტემაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გენერირდება 10 საკითხი, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს ან/და სიტუაციურ ამოცანებს, რომლებიც მიზნად ისახავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის, RID-ის სიღრმისეული ცოდნის, სატრანსპორტო სპეციფიკის და სარკინიგზო შემთხვევებსა და ინციდენტებთან დაკავშირებული რისკების შეფასების უნარის გამოვლენას.

7. ტესტირებისა და პრაქტიკული დავალების შეფასება ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) თითოეული ტესტური დავალება ფასდება – 1 ქულით;

ბ) თითოეული პრაქტიკული დავალება ფასდება მაქსიმუმ – 5 ქულით.

8. ტესტური ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება არანაკლებ 65 ქულის დაგროვების შემთხვევაში, ხოლო პრაქტიკული დავალება – არანაკლებ 40 ქულის დაგროვების შემთხვევაში.

9. ტესტირებისა და პრაქტიკული დავალების ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ტესტური დავალებებისათვის – 160 წუთი;

ბ) პრაქტიკული დავალებებისათვის – 200 წუთი.

10. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული კანდიდატი ტესტირებას აბარებს დამოუკიდებლად, სხვა პირის დახმარების ან სხვა ნებისმიერი დამხმარე საცნობარო მასალების გარეშე, ისე რომ ხელი არ შეუშალოს ტესტირების მსვლელობას. დამხმარე საცნობარო მასალების გამოყენების აკრძალვა არ ვრცელდება პრაქტიკული დავალებების ნაწილზე, სადაც დასაშვებია RID-ის ქართულენოვანი ელექტრონული ვერსიის შეუზღუდავი გამოყენება.

11. ტესტური დავალებების შედეგს კანდიდატი გაეცნობა ელექტრონული ფორმით, ტესტირების დასრულებისთანავე, ხოლო პრაქტიკული დავალების შედეგი ეცნობება საგამოცდო ოქმის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, პრაქტიკული დავალების დასრულებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც აითვლება პრაქტიკული დავალების დასრულების მომდევნო დღიდან.

12. თუ კანდიდატი ვერ გადალახავს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ტესტური დავალებების ჩაბარებისათვის მინიმალურ ზღვარს, იგი არ დაიშვება ტესტირების პრაქტიკული დავალებების ნაწილზე.

13. კანდიდატთა ტესტირებისა და პრაქტიკული დავალების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სააგენტო ამ წესის დანართ №2-ის შესაბამისად ქმნის კანდიდატის კომპეტენციის შეფასების კომისიას (შემდგომ – კომისია) და 5 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს კომისიის წინაშე სადემონსტრაციო ლექციის ჩატარების თარიღს.

14. სადემონსტრაციო ლექციის ფარგლებში, კანდიდატი კომისიის წინაშე წარადგენს პრეზენტაციას სასწავლო პროგრამიდან ერთ-ერთ თემაზე და პასუხობს კომისიის მიერ დასმულ შეკითხვებს. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების საპრეზენტაციო თემები არ უნდა ემთხვეოდეს. სადემონსტრაციო ლექციის ფარგლებში პრეზენტაციის ხანგრძლივობა შეადგენს 30 წუთიდან 45 წუთამდე.

15.  გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა მოთხოვნებისა, სადემონსტრაციო ლექციის ეტაპზე კომისიის მიერ, სულ მცირე, ერთი კანდიდატის დადებითი შეფასება წარმოადგენს განმცხადებლის სწავლების განმახორციელებელ პირად აღიარების აუცილებელ პირობას.

16. კომისიის შექმნის წესები და კომისიის მიერ სადემონსტრაციო ლექციის ეტაპზე კანდიდატის კომპეტენციის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება ამ წესის დანართ №2-ის შესაბამისად.

17. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ყველა კანდიდატის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

18. კანდიდატად წარდგენილი პირი ექვემდებარება კომპეტენციის შეფასებას, მიუხედავად იმისა, მიღებული აქვს თუ არა მას კომპეტენციის დადებითი შეფასება სხვა სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების ფარგლებში.

19. კანდიდატს უფლება აქვს, წერილობითი ფორმით მოითხოვოს ტესტირების ან პრაქტიკული დავალების შედეგების ამონაბეჭდი და სააგენტოში გაასაჩივროს შედეგები მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

20. სააგენტო საჩივარს განიხილავს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილება პირს ეცნობება განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე/მობილური ტელეფონის ნომერზე.“.

6. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. იმ შემთხვევაში, თუ სწავლების განმახორციელებელი პირი გეგმავს ტრენერის დამატებას, იგი ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ტრენერად დასამატებელი პირი ექვემდებარება კანდიდატის კომპეტენციის შეფასებას ამ წესის 3¹ მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული პირი უფლებამოსილია ჩაერთოს სწავლების განხორციელებაში მხოლოდ ამ წესის 3¹ მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციის დადებითად შეფასების შემდეგ.

4. სწავლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სტატუსის აღიარების მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სწავლების უწყვეტობა, სულ მცირე, ერთი ტრენერის მეშვეობით, რომლის კომპეტენციაც ამ წესის 3¹ მუხლის შესაბამისად დადებითად არის შეფასებული.“.

7. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ სწავლების განმახორციელებელ პირს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, 1 წელზე მეტი ვადით აქვს სტატუსი შეჩერებული;“.

8. ამ წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

9. წესს დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი