„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 23/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.027.017698
1216
19/06/2026
ვებგვერდი, 19/06/2026
190020060.22.027.017698
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1216

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23/08/2012, სარეგისტრაციო კოდი: 190020060.22.027.016358) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სერვისების განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი.“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოს სერვისების განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივნისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია