დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016453 |
|
„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.118.016452) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის“ :
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება 1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ცხოველის პატრონზე, ხოლო ცხოველის მესაკუთრის/პატრონის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – იმ პირზე, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს ცხოველზე ზედამხედველობას და რომლის ქმედებითაც დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. 3. მეთვალყურეობის გარეშე მყოფ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში, ამ წესით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 4. ამ მუხლის მე-3 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გაატაროს ამ წესით დადგენილი ღონისძიებები. 5. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის შემდეგ. 6. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი, ამ წესის შესაბამისად იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მონაცემების შემოწმებისა და ცხოველის პატრონის/მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველზე. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველის მეპატრონის დადგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს მეპატრონეს მის საკუთრებაში არსებული ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანის ფაქტის შესახებ, ამ ფაქტის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა. 7. მეპატრონისთვის ცხოველის დაბრუნების შესახებ შედგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი და ცხოველის მეპატრონე. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს ცხოველის ფოტოსურათი. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და მათი შინაარსის ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ წარმომდგენს. 9. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება); ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები, მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება. 10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფისკაციას დაქვემდებარებულ ცხოველს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გადაიყვანს მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში, ამ მუხლით დადგენილი შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. 11. ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ, ცხოველის გაჩუქების მიზნით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა) გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, ცხოველთა შესახებ არსებულ სხვა პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები). 12. მუნიციპალურ თავშესაფარში ან კერძო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი ჩუქების ფორმით გადაეცემა დაინტერესებულ პირს იმ შემთხვევაში, თუ იგი განაცხადებს წერილობით თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ადგილსამყოფლის და მისი მოვლა-პატრონობის წესის დაცვის პერიოდულ გადამოწმებაზე. 13. მუნიციპალური თავშესაფრიდან ან კერძო თავშესაფრიდან ცხოველის ჩუქებით გაყვანამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის გარეშე მყოფი ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, ამ წესის საფუძველზე. 14. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების გატარების შემდეგ ცხოველი 10 კალენდარული დღის ვადაში არ გაჩუქდება, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გაატარებს ამ წესით დადგენილ სხვა ღონისძიებებს. 15. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეჩერდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი პირი გაასაჩივრებს მის მიმართ გამოცემულ საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები