დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1827-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.05.001.103211 |
|
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრანტად არ მიიჩნევა სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიული პირისთვის გადაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ გაცემული სახსრებისა, აგრეთვე ამავე კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტისთვის გადაცემული სახსრებისა.“. 2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომელიც გრანტს გასცემს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში.“. 4. 51 მუხლის მე−2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1827-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები