საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1816-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 31/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.103189
1816-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 29/06/2026
020000000.05.001.103189
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ3“ ქვეპუნქტი:

„ვ3) უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა;“.

2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, უცხოელის საქართველოდან გაძევება, უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად, ისე დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ძირითად ადმინისტრაციულ სახდელად. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამატებით ადმინისტრაციულ სახდელად.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 313 მუხლი:

„მუხლი 313. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა

უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების შეზღუდვა ნიშნავს ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის უფლების ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით შეზღუდვას.“.

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17211 მუხლი:

„მუხლი 17211. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინფორმაციის აღრიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა

1. უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღურიცხველობა ან/და აღრიცხვის წესის დარღვევა −

გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/ პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ხუთმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად).

3. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაჯარიმებას შესაბამის სისტემაში აღურიცხავი ან არასრულად აღრიცხული უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის წლიური სწავლის საფასურის ორმაგი ოდენობიდან ექვსმაგ ოდენობამდე (გამოვლენილი დარღვევის რაოდენობის პროპორციულად) ან  უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის მიღების უფლების ერთიდან სამ სასწავლო წლამდე ვადით შეზღუდვას.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ათავისუფლებს უცხოელი სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის უმაღლესი ან პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აღრიცხვის ვალდებულებისგან.“.

5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−46-ე, 462−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე და 57-ე−572 მუხლებით, 573 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 57მუხლის პირველი ნაწილისა), 575−583, 593−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−662, 664, 67-ე−69-ე, 69​​​​​​​​4, 695, 71-ე, 711, 721−761, 78-ე, 792 და 793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 822 და 825 მუხლებით, 84-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 85-ე−855, 86-ე, 871, 88-ე−89​​​3, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​5 მუხლის მე-2 ნაწილით, 116​​​​​​​​6 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 და 1282 მუხლებით, 1283 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 1283 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა), 1284,  1286,  143-ე, 144-ე, 144​​​​​​​​10, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი−22 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 15313−1542, 155​​​​​​​1 და 155​​​​​​​2 მუხლებით, 155​​​​​​​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159​​​​​​​​4−159​​​​​​​​10, 163-ე, 164-ე, 164​​​​​​​​4, 165​1−165​3, 166-ე და 166​​​​​1 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 170 1  მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 2−171 4 მუხლებით, 171 5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172 4−172 6, 172 11, 173-ე, 173 4−173 7, 173​​​​​ 9 და 173 14−173 16 მუხლებით, 174 1 მუხლის მე-4, მე-6 და მე-8−მე-10 ნაწილებით, 174 15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175 1 და 175 2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 8, 177 9, 177​​​ 11 და 177​ 12 მუხლებით, 177​​ 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179 1−179​​​​​​​ 3, 183-ე, 187-ე, 187 1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​​​​​​​​ 3, 196 6 და 197 1 მუხლებით, 197 3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 199 1 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 208 ​​​1 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“.

6. 239-ე მუხლის 77-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„77. ამ კოდექსის 17210 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, აგრეთვე ამავე კოდექსის 17211 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს სათანადო ფორმის დაცვით ადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ოქმების ფორმა, მათი შევსებისა და წარდგენის წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.“.

7. 268მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების/საჯარიმო ქვითრის თაობაზე ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. ჯარიმის აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას. ეს შეღავათი არ ვრცელდება საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, აგრეთვე ამ კოდექსის 1141 მუხლსა და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დარღვევებზე.“.

8. 275-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 ნაწილი:

„14. ამ კოდექსის 116-ე და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილებების/საჯარიმო ქვითრების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 31 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1816-Vმს-XIმპ