დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1801-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/03/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.103205 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 871 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა: საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან, მათ შორის, ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემის მიერ სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადის განსაზღვრასა და შესაბამისი პირობების დადგენასთან, აგრეთვე ამ ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1801-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები