დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1800-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/03/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.103203 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 2072 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2072. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების საწარმოებლად გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამისი ლიცენზიით იმპორტისა) ან/და რეექსპორტი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1800-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები