დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1807-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.103182 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე დანაშაულის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის პირველი ნაწილი, 142-ე მუხლი, 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 1442 და 155-ე მუხლები, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 192-ე მუხლი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 223-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილები, 2233 მუხლის პირველი ნაწილი, 226-ე, 235-ე, 2391 და 252-ე მუხლები, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 მუხლი, 262-ე მუხლის 11 ნაწილი, 263-ე მუხლის პირველი ნაწილი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 და 317-ე მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 320-ე მუხლის პირველი ნაწილი, 321-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლი, 3222 მუხლის პირველი ნაწილი, 3301 მუხლის პირველი ნაწილი, 3312 მუხლი, XXXIX თავი, 343-ე, 3431 და 344-ე მუხლები, 3441 მუხლის პირველი ნაწილი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი, 3443 მუხლი, 345-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3813 და 405-ე მუხლები;“. 2. 216-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.“. 3. 260-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი: „ზ2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს;“. 4. 269-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობით.“. 5. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი 1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძველი და მოტივები, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველი და მოტივი. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. 2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნა, მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.“. 6. 274-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი: „ი2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე − გადაწყვეტილება შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ;“. 7. 278-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე განაჩენის ასლი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადებში გადაეცემა აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.“. 8. 285-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 42 ნაწილი: „42. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 472 მუხლის შესაბამისად შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისგან.“; ბ) შენიშვნა: „შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი მსჯავრდებული არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1807-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები