დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1806-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.103183 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 73-ე მუხლის: ა) 31 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32–34 ნაწილები: „32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეუცვალოს. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისგან. 33. უცხოელი მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება ამ კოდექსის 472 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 34. უცხოელი მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მსჯავრდებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3−32 ნაწილებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, ხოლო უცხოელ მსჯავრდებულს – უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.“; გ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-3−32 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. 7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, ხოლო უცხოელ მსჯავრდებულს − აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ამ კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად, ხოლო უცხოელ მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეიძლება შეეცვალოს ამ კოდექსის 472 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.“; დ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი: „81. თუ ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ უცხოელ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილი პირობით აქვს ჩათვლილი, მისი საქართველოდან გაძევების მომენტიდან გამოსაცდელი ვადის ათვლა ჩერდება. ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება განახლდება.“; ე) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 ნაწილი: „91. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული უცხოელი მსჯავრდებულისთვის შეცვლილი სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3443 მუხლი: „მუხლი 3443. ფიქციური ქორწინება ფიქციური ქორწინების რეგისტრაცია ან/და ამგვარ ქორწინებაში ყოფნა, ესე იგი საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ქორწინების რეგისტრაცია ან/და რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა უცხოელის მიერ საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით − ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. 2. პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი გამოძიების დაწყებამდე ნებაყოფლობით და წერილობით აცნობებს ფიქციური ქორწინების შესახებ სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა დადგენას და მის ქმედებაში არ იკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები.“. მუხლი 2. თუ პირი 2026 წლის 1 ივლისამდე იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუკი ფიქციური ქორწინება 2026 წლის 1 ოქტომბრამდე ბათილად იქნება ცნობილი ან შეწყდება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1806-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები