დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1795-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.05.001.103216 |
|
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) 47-ე მუხლის:
ა) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე, ადგენს ამ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“; ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი: „111. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ამავე დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე ჩადენილ, ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“; გ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. |
თბილისი, 25 ივნისი 2026 წ. N1795-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები