დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭების თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29-23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016855 |
|
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭების თაობაზე დადებული ნოტების გაცვლის გზით |
საქართველოში უნგრეთის საელჩოს ნოტა
ნოტა №20/2026/HUEMB/TBS საქართველოში უნგრეთის საელჩო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და აქვს პატივი აცნობოს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრომ გადახედა იმ მთავრობათაშორისი შეთანხმებების მოქმედებას, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „Stipendium Hungaricum“ (SH) სტიპენდიების მიღების მიზნით. გადახედვის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი „უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტი არ შეიცავს სტიპენდიებთან დაკავშირებულ დებულებას. უნგრეთში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, „Stipendium Hungaricum“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელია ძალაში მყოფი მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც სტიპენდიების მინიჭებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, უნგრეთის მხარის წინადადებაა დაიდოს ახალი, გამარტივებული მთავრობათაშორისი შეთანხმება „Stipendium Hungaricum“ სტიპენდიების მინიჭების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, დიპლომატიური ნოტის საშუალებით დაადასტუროს, რომ საქართველოს მთავრობა უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარებს „უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭების თაობაზე“ შეთანხმებას (შემდგომში: „შეთანხმება“). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შეთანხმება ვალდებულებებს წარმოშობს მხოლოდ უნგრეთისთვის, შეთანხმების არსებული ტექსტი ჩაითვლება საბოლოოდ და არ დაექვემდებარება ცვლილებას. „Stipendium Hungaricum“-ის ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმი 2027–2029 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის დეტალებს და გაფორმდება შესაბამის სამინისტროებს შორის, შეიძლება შემუშავდეს და გაფორმდეს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. უნგრეთის საელჩოს პატივი აქვს თხოვნით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, შეატყობინოს საქართველოს მხარის პოზიცია წინამდებარე ნოტის თაობაზე. უნგრეთის საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა. თბილისი, 2026 წლის 9 მარტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისი (ხელმოწერილია)
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა (შემდგომში: „მხარეები“), ხელმძღვანელობენ რა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1 (1) უნგრეთის მთავრობა, უნგრეთის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყოფს „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. (2) თანამშრომლობის დეტალები შეთანხმდება საქართველოსა და უნგრეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. მუხლი 2 (1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ პირველ მუხლში მითითებული წინადადების მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ და ძალაში დარჩება ხუთი (5) წლის ვადით. (2) აღნიშნული შეთანხმების განახლება შესაძლებელია მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, დიპლომატიური არხების მეშვეობით ნოტების გაცვლის გზით. (3) შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, არსებული პროგრამებისა და პროექტების მიმართ მისი დებულებების მოქმედება გაგრძელდება მათ სრულად დასრულებამდე. |
საქართველოს საპასუხო ნოტა
№01/15694 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოში უნგრეთის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი დაადასტუროს მისი 2026 წლის 9 მარტით დათარიღებული №20/2026/HUEMB/TBS ნოტის მიღება, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოში უნგრეთის საელჩო გამოხატავს თავის პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და აქვს პატივი აცნობოს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრომ გადახედა იმ მთავრობათაშორისი შეთანხმებების მოქმედებას, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „Stipendium Hungaricum“ (SH) სტიპენდიების მიღების მიზნით. გადახედვის შედეგად დადგინდა, რომ 2013 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი „უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტი არ შეიცავს სტიპენდიებთან დაკავშირებულ დებულებას. უნგრეთში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, „Stipendium Hungaricum“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელია ძალაში მყოფი მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც სტიპენდიების მინიჭებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, უნგრეთის მხარის წინადადებაა დაიდოს ახალი, გამარტივებული მთავრობათაშორისი შეთანხმება „Stipendium Hungaricum“ სტიპენდიების მინიჭების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, დიპლომატიური ნოტის საშუალებით დაადასტუროს, რომ საქართველოს მთავრობა უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარებს „უნგრეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭების თაობაზე“ შეთანხმებას (შემდგომში: „შეთანხმება“). საქართველოში უნგრეთის საელჩო ქ. თბილისი იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული შეთანხმება ვალდებულებებს წარმოშობს მხოლოდ უნგრეთისთვის, შეთანხმების არსებული ტექსტი ჩაითვლება საბოლოოდ და არ დაექვემდებარება ცვლილებას. „Stipendium Hungaricum“-ის ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმი 2027–2029 წლებისთვის, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის დეტალებს და გაფორმდება შესაბამის სამინისტროებს შორის, შეიძლება შემუშავდეს და გაფორმდეს შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. უნგრეთის საელჩოს პატივი აქვს თხოვნით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, შეატყობინოს საქართველოს მხარის პოზიცია წინამდებარე ნოტის თაობაზე. უნგრეთის საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა.“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა (შემდგომში: „მხარეები“), ხელმძღვანელობენ რა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1 (1) უნგრეთის მთავრობა, უნგრეთის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყოფს „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. (2) თანამშრომლობის დეტალები შეთანხმდება საქართველოსა და უნგრეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. მუხლი 2 (1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ პირველ მუხლში მითითებული წინადადების მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ და ძალაში დარჩება ხუთი (5) წლის ვადით. (2) აღნიშნული შეთანხმების განახლება შესაძლებელია მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, დიპლომატიური არხების მეშვეობით ნოტების გაცვლის გზით. (3) შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში, არსებული პროგრამებისა და პროექტების მიმართ მისი დებულებების მოქმედება გაგრძელდება მათ სრულად დასრულებამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს პატივი დაადასტუროს, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარებს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის „Stipendium Hungaricum“-ის სტიპენდიების მინიჭების თაობაზე“ შეთანხმებას. სამინისტროს, აგრეთვე, აქვს პატივი, დაადასტუროს, რომ უნგრეთის მხარის ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა წარმოადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა წინამდებარე საპასუხო ნოტის მიღების დღიდან ოცდაათი (30) დღის შემდეგ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოში უნგრეთის საელჩოს თავისი ღრმა პატივისცემა.
თბილისი, 2026 წლის 11 მაისი |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები