,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016539
12
30/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
010250050.35.110.016539
,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2026 წლის 30 ივნისი

აბაშა



 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 მაისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/05/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.110.016537) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული დანართის:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო

შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოა ა(ა)იპ ,,აბაშის კეთილმოწყობა.“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დაუშვებელია ცხოველის მიკედლება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, სამედიცინო დაწესებულების შენობებში, აგრეთვე, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე.“.

3. მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,5. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველები ექვემდებარება იდენტიფიკაციას. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით.

6. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების  (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.“.

4. მე-10 მუხლი  ამოღებულ იქნეს.

5. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, დანართი №1

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

0000001

ცხოველი:

  1. სახეობა ..................................................................
  2. ჯიში .......................................................................
  3. სქესი ......................................................................
  4. ასაკი .......................................................................
  5. გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................
  6. იდენტიფიკატორი ......................................................................................................

                                   (მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) №)

 

  1. მუდმივი ადგილსამყოფელის მისამართი .............................................................

 

ცხოველის პატრონი:

  1. სახელი, გვარი .........................................................................
  2. პირადი № .................................................................................
  3. მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) .................................................................
  4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

 

................................................................................................................................................

 

რეგისტრატორი:

 

  1. სახელი, გვარი .........................................................................
  2. დასახელება, ID № ............................................................
  3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................
  4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

 

 

 

............................................................ /სახელი, გვარი/

                       (ხელმოწერა)                     

 

 

 

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                              (თარიღი)

 

 

 

 

 

ბეჭდის

 

ადგილი

 

 

 

 

 

ცხოველის პატრონი:

 

............................................................ /სახელი, გვარი/

                       (ხელმოწერა)

 

 

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                              (თარიღი)

 

(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის № 0000001 მეორე მხარე ან დანართი).“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია