,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016668
15
03/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
010260020.35.167.016668
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2026 წლის 3 ივლისი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის  №46  დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010260020.35.167.016337).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ, მერიის დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასა და  მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საფუძველზე გამოსცემს დადგენილებებს, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭებას, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენას, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელებას;“.

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ა.ა) კომუნიკაციის, დოკუმენტბრუნვისა და ტერიტორიული კოორდინაციის განყოფილება;

ა.ბ) ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილება;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

გ.ა) ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

გ.ბ) შესყიდვების განყოფილება;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

დ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილება;

დ.ბ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება;

ე) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური;

ვ) სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ვ.ა) არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება;

ვ.ბ) საჯარო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების განყოფილება;

ზ) ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური;

თ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

თ.ა)  სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთლობის დაცვის განყოფილება;

თ.ბ) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელის შეწყობა, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადება და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნება, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადამიანური კაპიტალის მართვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის, მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

2. საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, საბუღალტრო, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

3. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;

4. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა-ნაგებობებზე, წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილ ორგანიზაციულ-სამართლებრივ წესრიგზე და მის სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლის განხორციელება მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივ წესრიგზე, საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საფუძველზე დადგენილებების პროექტების მომზადება,  გარე რეკლამის განთავსებასა და გარე ვაჭრობაზე ზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მიწათსარგებლობის წესების დაცვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შედგენა, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება.

5. ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება, პროგმამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება, ფონდებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

6. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად;

7. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობის ნებართვებისა და მშენებლობის შეტყობინებების, მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების, ასევე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება.

8. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების  ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება; სოციალურად  დაუცველი  კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების  მომზადება და  მისი შესრულება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა  და იძულებით  გადაადგილებული  (დევნილი)  პირების  აღრიცხვა,  სოციალური დახმარების პროგრამაში მათი  ინტერესების  გათვალისწინება  და  კანონით დადგენილი  უფლებების  რეალიზაცია, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონის  „ბავშვის უფლებათა კოდექსით“  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  ღონისძიებების განხორციელება, ასევე  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის“ 46​​5, 46​​6, 172​​8 და 172​​9 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისასა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სახდელის შეფარდება.“.

4. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:

„ი2. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს დასუფთავების მოსახლებლის ამოღებასა და პროცესის საერთო კოორდინაციას.“.

5. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მერიის მოხელე შეფასებას ექვემდებარება 6 თვეში ერთხელ (შესაფასებელი პერიოდი) „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებისა და მერიის მიერ შერჩეული შეფასების მეთოდის შესაბამისად.“.

 

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია