დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016672 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, 010250020.35.167.016342). |
| მუხლი 2 |
1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება, დანართის შესაბამისად“. 3. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება.“. 4. დადგენილების დანართით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.“ ბ) მე-3 მუხლის „ლ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს „ლ1“ – „ლ9“ქვეპუნქტები: „ლ1) ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავებას, პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადებას; ლ2) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებასა და შეგროვებას; ლ3) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღეობები და სხვა; ლ4) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სარეკლამო საინფორმაციო მასალების მომზადებას და გამოცემას; ლ5) ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობას; ლ6) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ლ7) ახალი ტურისტული თუ სხვა ინფასტრუქტურული ობიექტის შექმნის თაობაზე შესაბამისი პროექტის მომზადებას; ლ8) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ხელშეწყობას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან; ლ9) საერთაშორისო პროექტებზე მუშაობასა და დაფინანსების მოპოვებას;“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები