დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.127.016526 |
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №14 დადგენილება (ვებგვერდი 11/02/2020 მაცნეს სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.127.016356).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 18 აგვისტოდან. |
|
დანართი 1
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის ღონისძიებების/აქტივობების მხარდაჭერასა და კოორდინაციას. 2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, სხვა საკანონმდებლო აქტების, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11. 4. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და შესაბამისი რეკვიზიტებით. 5. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1..სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (შემდგომში – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურულის ერთეულისაგან (განყოფილება) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომში – მოხელე). 2.სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია: ახალგაზრდობის და სპორტის საქმეთა განყოფილება. მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: 1) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; 2) კანონის წინაშე თანასწორობა; 3) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; 4)დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; 5)საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით; 6) მიუკერძოებლობა; 7) საქვეყნოობა და საჯაროობა. მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტში სკოლისგარეშე დაწესებულებების, ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) შესაბამისი სამსახურებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის საქმეთა სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობას; გ) ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას; დ) ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობას; ე) წინადადებების ჩამოყალიბებას, ახალგაზრდობის საკითხებზე; ვ) დღესასწაულებისა და მუნიციპალური მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას; ზ) კულტურულ ღონისძიებათა დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარების კოორდინაციას; თ) მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას; ი) მასობრივი სპორტის ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარებას; კ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ააიპ) ობიექტების ფუნქციონირებას; ლ) ტურიზმის განვითარების პერსპექტიული გეგმის შემუშავებას და მისი განხორციელების ხელშეწყობას; მ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურისტული ღონისძიებების, ფესტივალების, გამოფენებისა და საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებაში მონაწილეობა და კოორდინაციას; ნ) საგანმანათლებლო, სპორტულ და შემოქმედებით სფეროში განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების და სხვა ახალგაზრდების საქმიანობის წარმოჩენას, ხელშეწყობას და წახალისებას; ო) განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ღვაწლმოსილი პიროვნებების წარმოჩენას და წახალისებას; პ) სამსახურის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განსახორციელებელი მუნიციპალური ღონისძიებების გეგმის შემუშავებას და განხორციელებას; ჟ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, სამსახურის საქმინობის ფუქნციებიდან გამომდინარე. მუხლი 5. სამსახურის უფლება-მოვალეობანი 1. მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის საქმეთა სამსახური ახორციელებს: ა) ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას. ახალგაზრდების ინტერესების დაცვას, ახალგაზრდულ ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას. მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობას. ახალგაზრდული ღონისძიებების, დღეების თამაშობების ორგანიზებას. თემატური გუნდებისგან შემდგარი ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებას. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და განვითარების ხელშეწყობას; უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას და ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; ბ) ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით წინადადებების შემუშავებას, ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; გ) უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას და ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას; დ) ტურიზმის განვითარების, მასობრივი სპორტის ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარებას სპორტსა და ტურიზმში. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას. ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ტურისტული პოტენციალის კვლევის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას. ახალგაზრდებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას; ე) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებას. ამ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების აღნუსხვის, შესწავლის, მოვლა-პატრონობის და სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ღონისძიებებთან დაკავშირებით სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში წინადადებების, მოსაზრებების წარდგენას; ვ) ახორციელებს მისი კომპეტენციის სფეროში მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფას და მათ საქმიანობაზე კონტროლს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) პასუხისმგებელია სამსახურის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; თ) მერის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 7. ახალგაზრდობის და სპორტის საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: ა) ახალგაზრდების ინტერესების დაცვა. ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება. ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; გ) ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა; დ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზება; ე) შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის აუცილებელი პროექტების შემუშავება, ან წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღება; ვ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვის, სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებით სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში წინადადებების და მოსაზრებების წარდგენა, ინფორმაციულობა, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ჩართულობა; თ) სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ი) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; კ) მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება; ლ) საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მ) საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა; ნ) სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ო) სპორტის სფეროში მოღვაწე პირების საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი დაჯილდოებაზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა კანონით დადგენილი წესით; პ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; ჟ) ტურიზმის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; რ)ტურისტული პოტენციალის კვლევის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; ს) ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამ დებულებით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის; ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) გაუფრთხილდეს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებით გამოყენება; ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 10. სამსახურის საქმიანობის კონტროლი სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას; სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. მუხლი 11. სხვა დებულებები 1. სამსახურის დებულებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ დებულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები