დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.127.016530 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 18 აგვისტოდან. |
|
დანართი №1
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას. 2. მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 3. მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების და მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. 4. მუნიციპალურ ინსპექციას აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და შესაბამისი რეკვიზიტებით. 5. მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. 6. მუნიციპალური ინსპექციის ადგილსამყოფელია: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №11. მუხლი 2. მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურა1. ინსპექცია შედგება უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის (განყოფილება) და საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. 3. ინსპექციის სტრუქტურული ერთეულია: ზედამხედველობის განყოფილება. 4. ინსპექციის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3. მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები1. მუნიციპალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია ამ დებულებით მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროებში დადგენილი წესების დაცვაზე ინსპექტირების განხორციელება, დარღვევათა გამოვლენა და კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება. 2. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციებია: ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ან/და სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებზე კონტროლი, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება; ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ზესტაფონის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგებაზე კონტროლის დაწესება; გ) რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა; მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; არასათანადო რეკლამის განთავსებაზე (გავრცელებაზე) კონტროლი; აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელებაზე ან/და აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ დაცვაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი; დ) ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების/სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; ვ) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის, მათ შორის, კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; ზ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იერსახის დამახინჯების და თვითნებური შეცვლის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; თ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევისა და პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ი) ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსების, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისა და სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; კ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული ცალკეული სამართალდარღვევების გამოვლენა და კონტროლი; ლ) აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ზღვრის გადაჭარბებისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; მ) პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების/წარმოების/რეალიზაციის ნებართვის ან/და ლიცენზიის გარეშე, ასევე შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევებზე ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანების, თვითნებური გაჩეხვის ან/და გადატანის, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი; ო) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; პ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი ზომების განხორციელება; ჟ) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი; რ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ სამართალდარღვევებზე საკანონმდებლო აქტების შესაბამისი რეაგირება; ს) საქართველოს კანონმდებლობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 4. მუნიციპალური ინსპექციის უფლებები და ვალდებულებები1. მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე... ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები... გ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებაზე, რეკლამის, აბრის, ვანდალიზმის, აკუსტიკური ხმაურის... დ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; ე) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ... ვ) გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; ზ) შეადგინოს დათვალიერების ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი; თ) მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექსპერტები; ი) გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეოაპარატურა... კ) მოახდინოს მწვანე ნარგავებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას უკანონო ფაქტების გამოვლენა... ლ) მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების, ასევე სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაცია; მ) დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას. 2. მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია: ა) განახორციელოს კონტროლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო სამუშაოზე; ბ) მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის შეჩერება, შენობა-ნაგებობების დემონტაჟი; გ) აწარმოოს კონტროლი გარე ვაჭრობაზე, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებაზე; დ) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების დაზიანებაზე; ე) მოითხოვოს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება; ვ) დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, მასალები გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს; ზ) განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები; თ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; ი) განახორციელოს კანონის შესაბამისად დასაშვები სხვა ქმედებები. მუხლი 5. მუნიციპალური ინსპექციის უფროსი1. მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. 2. მუნიციპალური ინსპექციის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 3. მუნიციპალური ინსპექციის უფროსი წარმართავს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას, ანაწილებს დავალებებს, წარუდგენს წინადადებებს მერს, გამოსცემს ბრძანებებს და ასრულებს სხვა კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს. 4. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება ეკისრება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების საქმიანობას, ანაწილებს დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე. მუხლი 7. ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებიზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ახორციელებს რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და კონტროლს; ბ) ახორციელებს ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; გ) უზრუნველყოფს მწვანე ნარგავების დაცვას და კონტროლს; დ) ზედამხედველობს შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობას; ე) ახორციელებს კონტროლს სკვერების, ქუჩებისა და მოედნების გადათხრის ფაქტებზე; ვ) ახორციელებს გარე ვაჭრობის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთას და საჯარიმო ქვითრის შედგენას; ზ) ახორციელებს უნებართვოდ დაკავებული მიწის ნაკვეთების გამოვლენას და რეაგირებას; თ) ახორციელებს მეორეული საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული მანქანების განთავსების წესების დარღვევაზე კონტროლს; ი) ახორციელებს კონტროლს სამშენებლო მასალების უკანონო დაყრის ფაქტებზე; კ) ახორციელებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების ფაქტების გამოვლენას და რეაგირებას; ლ) ახორციელებს ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების, ბეტონის დაღვრის ფაქტების გამოვლენას და რეაგირებას; მ) ახორციელებს პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების/წარმოების/რეალიზაციის წესების დარღვევაზე კონტროლს; ნ) უზრუნველყოფს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ზომების გატარებას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8. მუნიციპალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები1. საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით და ინსტრუქციით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. საჯარო მოსამსახურეებს აქვთ უფლება მიიღონ შრომის ანაზღაურება, ისარგებლონ შვებულებით, ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო გარემო და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიებით. მუხლი 9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებებიმოსამსახურეები ვალდებულნი არიან შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები, დაიცვან შინაგანაწესი და გაუფრთხილდნენ მუნიციპალიტეტის ქონებას. მუხლი 10. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და რიცხოვნობამოსამსახურეებს ნიშნავს მერი. საშტატო რიცხოვნობას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 11. ინსპექციის საქმიანობის კონტროლისაქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 12. სხვა დებულებანიცვლილებები დებულებაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები