აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2026
სარეგისტრაციო კოდი
1-1/265
16/07/2026
ვებგვერდი, 20/07/2026
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
№ 1-1/265

2026 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე,“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის  №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 26 ნოემბრის №01/1506 და 2026 წლის განცხადებები – ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ170) გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენიკაბალის საავტომობილო გზის კმ19-კმ29+600 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საავტომობილო გზა იწყება სოფელ ჭაბუკიანში, ჩრდილო-აღმოსავლეთით გაივლის სოფელ აფენს და მთავრდება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი ნინიგორის საავტომობილო გზასთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი რიგ ადგილებში დაზიანებულია. შეიმჩნევა ჯდენები და დიდი ზომის ნაკერები. საფარი ზოგ ადგილას  გაცვეთილია. საპროექტო მონაკვეთზე განთავსებულია სხვადასხვა დიამეტრისა და ზომის 15 მილი, რომელთა ნაწილიც არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და საჭიროებს შეკეთებას. გარდა მილებისა, გზაზე გვხვდება ერთი სახიდე გადასასვლელი მდინარე აფენზე, რომელიც  არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და ექვემდებარება შეკეთებას.  პროექტში გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების დაყენება. სავალი ნაწილის მონიშვნა. მიმმართველი ბოძკინტებისა და ლითონის მრუდხაზოვანი ძელების დაყენება. გზის სამოსის მოწყობის შემდეგ სრულდება ისეთი სამუშაოები,  როგორიცაა: მიერთებების შეკეთება. ეზოში შესასვლელების შეკეთება. ავტოპავილიონების და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების შეკეთება. საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. საგზაო ნიშნების დაყენება. გზის მონიშვნა და შემოფარგვლის მოწყობა.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან,  პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხ,მება ვერ იქნა მიღწეული  პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ზაური ჯიშკარიანის (პ/ნ 25001042675)  საკუთრებაში არსებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: №54.13.53.486) ნაწილის   22 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/563-25) მითითებულია, რომ  ,,ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მინისტრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო)  ბრძანებით განისაზღვრება მხოლოდ 1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა, რომელშიც იგულისხმება კონკრეტული პროექტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მნიშვნელობის მინიჭება, როგორც ექსპროპრიაციის საფუძველი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის აუცილებლობა, როგორც კანონისმიერი პირობა. 2. სუბიექტი ესე იგი პირი, რომელიც დაინტერესებულია ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით და რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“ 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,  აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ170) გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენიკაბალის საავტომობილო გზის კმ19-კმ29+600 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: №54.13.53.486) მესაკუთრეა  ზაური ჯიშკარიანი (პ/ნ 25001042675).  

დადგენილია, რომ პროექტის განხორციელების არეალში ექცევა ზაური ჯიშკარიანის  საკუთრებაში არსებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: N54.13.53.486) ნაწილი – 22 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184  ბრძანებით შექმნილი კომისიის 2026 წლის 16 იანვრის და  8 ივლისის   სხდომის ოქმების   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ170) გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენიკაბალის საავტომობილო გზის კმ19-კმ29+600 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად.

2. საავტომობილო გზების დეპარტამენტი განისაზღვროს ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად.

3. საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს უფლებამოსილება პროექტის არეალში მოქცეულ ზაური ჯიშკარიანის (პ/ნ 25001042675)  საკუთრებაში არსებულ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფენში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ: №54.13.53.486) ნაწილზე  22 კვ.მ მიწის ნაკვეთზე,  ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად   მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64). 

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                            ნინო ენუქიძე