დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.025878 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 280120000.10.003.025534) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები) პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 39 400 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ბ) №1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის: ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში (გარდა 1.2.6.1 დანართისა), ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე, დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების მოსარგებლეებისათვის განაწილება ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემა ხორციელდება ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით. 2. ზრუნვის სააგენტო განიხილავს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით (გარდა 1.2.6.1 დანართისა) დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“; ბ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ზრუნვის სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოსარგებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება: ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად ზრუნვის სააგენტოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა; ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა. 6. თუ განმცხადებელი ზრუნვის სააგენტოს მიერ გაგზავნილ წერილობით ან ელექტრონულ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს ზრუნვის სააგენტოს და/ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.“; გ) №1.2.1 დანართის („ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა ზრუნვის სააგენტოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 120 000-ს;“; დ) №1.2.3 დანართის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა ზრუნვის სააგენტოს მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 120 000-ს;“; ე) №1.4.2 დანართის („შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. „შშმ პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის“ სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ზრუნვის სააგენტოს ფილიალების 18 წლისა და უფროსი ასაკის მქონე მოსარგებლეები. ასევე შშმ პირები, რომლებიც საჭიროებენ ქვეკომპონენტის ღონისძიებებით გათვალისწინებულ მომსახურებას.“; ვ) №1.6 დანართის („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11 300 000 ლარით, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიზნობრივი ტრანსფერის სახით გადაეცემა მუნიციპალიტეტს.“. 2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 85 100 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია/კომპონენტებია:
ბ) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14 800 000 ლარით.“; გ) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 26 300 000 ლარით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები