დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 17/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018037 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30/11/2009; №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახური წარმართავს თავის საქმიანობას კანონიერების, პიროვნების ღირსების, პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით, მას არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების, მისი პატივისა და პირადი ღირსების შემლახავი ინფორმაცია, აგრეთვე კანონმდებლობით დაცული სხვა ინფორმაცია. ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაცია, ან გამოძიების მასალების გახმაურება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი; გ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი; დ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ე) მონაცემთა ანალიტიკის, პროგრამული მართვის და სტატისტიკის სამმართველო; ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო; ზ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო; თ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ი) საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; კ) საგამოძიებო დეპარტამენტი; ლ) საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი; მ) სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი; ნ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ო) სპეციალური დანიშნულების რაზმი.“. 4. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი)“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს საქმისწარმოების სამმართველო.“; გ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 42 და 43 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42 . გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამსახურის სისტემაში სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, დისციპლინური ნორმების და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი; ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და სათანადო რეაგირება; გ) დაქვემდებარებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძიების წარმოება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; დ) სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ე) სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა-რეაგირება; ვ) სამსახურის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება. მუხლი 43. მონაცემთა ანალიტიკის, პროგრამული მართვის და სტატისტიკის სამმართველო მონაცემთა ანალიტიკის, პროგრამული მართვის და სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო დაწესებულებებიდან, კანონით დასაშვები სხვა წყაროებიდან, ასევე სამსახურებრივ სარგებლობაში არსებულ მონაცემთა ბაზებიდან, სამსახურის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანებისათვის საჭირო ინფორმაციის/მონაცემების მიღება, ანალიზი და ფაქტების/მოსაზრებების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ქვედანაყოფისათვის თუ ცალკეული საჯარო დაწესებულებისათვის გაზიარება; ბ) სამსახურის მიერ გამოვლენილ დანაშაულთა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა და ანალიზი. აგრეთვე, სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ სხვა სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, ამავე საქმეთა ფარგლებში ინიცირებული საგადასახადო კონტროლის ცალკეული სახეების, სხვაგვარი შემოწმების, ინვენტარიზაციის თუ რევიზიის და მათი შედეგების, დაყადაღებული ან/და ამოღებული ქონების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და ანალიზი; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროცესის უზრუნველსაყოფად, განავითაროს და მართოს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამები; ასევე, უზრუნველყოს ანალიტიკური სამუშაოს, აღრიცხული და სისტემატიზებული მონაცემების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება და წინადადებების წარდგენა.“. 6. 47 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. 47 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 48 მუხლი: „მუხლი 48. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ბ) საზოგადოების ინფორმირება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; გ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; დ) სამსახურის ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; ე) საჭიროების შემთხვევაში, საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა.“. 8. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი არის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება-განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოება; აღნიშნულ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.“. 10. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებებით რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, გამოძიებისათვის დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 17 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები