„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 11 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 11 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016624
23
31/07/2026
ვებგვერდი, 03/08/2026
010250050.35.138.016624
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 11 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2026  წლის 31 ივლისი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 11 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 11 ივნისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  12/06/2026 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016618) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1.

მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა და ხარჯების ანაზღაურება

1. ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პასუხისმგებელი სუბიექტი არის ცხოველის მეპატრონე, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელმაც ფაქტობრივად განახორციელა ცხოველზე ზედამხედველობა და რომლის ქმედებით ან უმოქმედობით დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.

2. მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩენილი ცხოველი, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ , გადაიყვანება მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც უზრუნველყოფილია წესითა და კანონით დადგენილი ღონისძიებები, მათ შორის – იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და დღიური მოვლა-პატრონობა.

3. მუნიციპალურ თავშესაფარში მოთავსებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წარადგენს დოკუმენტურ დამადასტურებელ საბუთებს მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების სრულად ანაზღაურების შესახებ.

4. მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი აუდიტის მიერ, ყოველწლიური წარმოდგენილი დასკვნის/შეფასების საფუძველზე დადგენილი ტარიფების მიხედვით, რომელიც მოიცავს:

ა) ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების ღირებულებას;

ბ) მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველის დღიურ მოვლა-პატრონობის ღირებულებას:

ბ.ა) ძაღლის;

ბ.ბ) კატის.

5. ცხოველის დაბრუნება ხორციელდება მესაკუთრის/მეპატრონეს იდენტიფიკაციის საფუძველზე მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩანაწერების გადამოწმებით. იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ორი პირის ხელმოწერით დადასტურებული განცხადება, რომელიც ადასტურებს ცხოველის საკუთრებას. დაბრუნებამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას.

6. ცხოველის გადაცემის ფაქტი აღინიშნება მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს აწერს მეპატრონე და უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი. აქტს თან ერთვის ცხოველის ფოტოსურათი, ხოლო მისი სიზუსტისა და ნამდვილობის პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის წარმადგენ პირს.

7. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

8. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე, ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება);

ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები – მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიება.“.

2.

მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით..

3. წესის დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი 1-ის სახით.
მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა კბილაშვილი




დანართი №1

 

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

0000000

ცხოველი:

1.   სახეობა ..................................................................

2.   ჯიში .......................................................................

3.   სქესი ......................................................................

4.    ასაკი .......................................................................

5.    გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................

.........................................................................................................................................

6.   იდენტიფიკატორი .....................................................................................................

                                                                   (მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) )

 

7.   მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი .............................................................

 

 

ცხოველის პატრონი:

1.   სახელი, გვარი .........................................................................

2.   პირადი .................................................................................

3.    მისამართი (ფაქტიური და რეგისტრაციის) .................................................................

................................................................................................................................................

4.    საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა) ................................................................................................................................................

 

რეგისტრატორი:

1.      სახელი, გვარი .........................................................................

2.      დასახელება, ID  ............................................................

3.      მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................

4.      საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

 

............................................................ /სახელი, გვარი/

                         (ხელმოწერა)                      

 

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                              (თარიღი)

 

 

 

   

ბეჭდის ადგილი   

 

 

 

 

 


ცხოველის პატრონი:

 

............................................................ /სახელი, გვარი/

                         (ხელმოწერა)

 

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                              (თარიღი)

 

(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის 0000000 მეორე მხარე ან დანართი)