„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016555
28
30/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
010260020.35.110.016555
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2026 წლის 30 ივლისი

აბაშა

 

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/06/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016541) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დაგეგმვის, ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, სტიქიური სიტუაციების პრევენციის და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა, არსებული რისკების ანალიზი და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია