,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016556
29
30/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
010250050.35.110.016556
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2026 წლის 30 ივლისი

აბაშა

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/06/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.110.016543) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებისაგან და განყოფილების მოხელეებისაგან.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია - საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5.  სამსახურის  ფუნქციები:

მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის  ფუნქციებია:

ა)   მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და ორგანიზება;

ბ)    მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობა;

გ)    ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობა განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;

დ)  მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების  ორგანიზება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

ე)    წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული საქმისწარმოების მონიტორინგი;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;

ზ) მერის წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მერისთვის წინადადებების წარდგენა, ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ;

თ) მერის წარმომადგენლების დახმარება მათ მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის, სახალხო განხილვების ჩატარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზების საქმეში;

ი) დასახლების საერთო კრებების და კონსულტაციების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ)    მერის წარმომადგენელთა მეთოდური დახმარება.“.

4. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია