,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016557
30
30/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
010260020.35.110.016557
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2026 წლის 30 ივლისი

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/06/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016544) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“  ქვეპუნქტი:

„გ) სტიქიური მოვლენების პრევენციის განყოფილება.“.

2. მე-5  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას და არქიტექტურული პროცესების მართვას. შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრას;

ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

ვ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;

თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისთვის წინადადებების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების სტადიურობის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;

კ) მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების, გზების მონაკვეთების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომებისა და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზებას;

ლ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

მ)   ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარებას;

ნ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ო) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ნებართვების გაცემის თაობაზე აბაშის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას; მშენებლობის პროექტის შეთანხმებას, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას და შეთანხმებას;

პ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;

ჟ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;

რ) განსახორციელებელ სამუშაოებსა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას;

ს) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ტ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან;

უ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მოზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში შემოსული დოკუმენტაციის განხილვას და მერისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენას;

ფ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ობიექტების დაპროექტების კოორდინაციას და მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარებას;

ქ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების და ქანდაკებების განთავსების საკითხებზე პროექტების მომზადება-განხილვას;

ღ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას;

ყ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის ორგანიზებას, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების მიმდინარეობაზე მერისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას;

შ) სტიქიური სიტუაციების პრევენციას და მათზე ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფას;

ჩ) არსებული რისკების ანალიზს და შესაბამისი პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გეგმების შემუშავებას;

 ც)    მერის სხვა დავალებების შესრულებას;

ძ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81.   სტიქიური  მოვლენების პრევენციის განყოფილება

სტიქიური მოვლენების პრევენციის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სტიქიური მოვლენების პრევენციას და მათზე ოპერატიულ რეაგირებას; 

ბ) არსებული რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

გ) მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

დ) სტიქიური მოვლენების და ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ასაცილებლად ან შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

ე) მუნიციპალიტეტის საგანგებო  მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია