„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016832
26
30/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
300350000.16.009.016832
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №26

2026 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის   23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) 41-მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ყოველთვიურად გადაუხადოს სისტემის ოპერატორს მომსახურების საფასური, გასული ერთი თვის პერიოდში მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისად, თუ მხარეები ანგარიშსწორების სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან. ამასთან, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებელს ყოველთვიურად წარუდგინოს გასული კალენდარული თვის ანგარიში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს სისტემის ოპერატორს ანგარიშით მოთხოვნილი თანხა – ანგარიშის წარდგენიდან 11 სამუშაო დღის ვადაში.“.

ბ) „0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის  გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ (დანართი 2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 2

0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე

ახალი ობიექტის  გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური

0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში:

ძაბვის 
საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

ახალი ობიექტის გამანაწილებელ
ქსელთან მიერთების ვადა
(სამუშაო დღე)

ახალი ობიექტის მიერთების საფასური (დღგ-ის ჩათვლით)
ლარი

თვითმმართველ ქალაქში

სხვა

მუნიციპალიტეტებში

0.4

10 (1-10 კვტ 220 ვ)

50

60

1600

10 (1-10 კვტ 380 ვ)

50

60

2500

10-დან -30

50

60

8800

30-დან-50

50

60

17500

50-დან -80

50

60

28000

80-დან – 100

50

60

35000

100-დან-120

50

60

45000

120-დან -150

50

60

56000

150-დან -200

55

60

100000

200-დან -320

75

90

138000

320-დან -500

75

90

210000

500-დან -800

100

110

270000

800-დან -1000

100

110

337000

1000-დან -1300

100

110

360000

1300-დან -1600

100

110

400000

1600-დან -2000

100

110

500000

2000-დან -2600

100

110

650000

2600-დან -3200

100

110

800000

6-10 კვ

1-500

75

90

163000

500-დან -1000

100

110

250000

1000-დან -1500

100

110

358000

1500-დან -2000

100

110

438000

2000-დან -3000

105

120

580000

3000-დან -5000

105

120

936000

ბ)  ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართ 4-ით განსაზღვრული მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის  საფასურის დამატებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი აგვისტოდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგივი სანიკიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი