დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 359 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.025908 |
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხულ პირებზე.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტუდენტებს 2027 წლის პირველ იანვრამდე პირველი სემესტრის სწავლის საფასური განესაზღვროთ 1125 ლარით, ხოლო 2027 წლის პირველი იანვრიდან მეორე და ყოველი შემდგომი სემესტრის სწავლის საფასური განესაზღვროთ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღირებულებების ფარგლებში. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები
თავი I ზოგადი დებულებანი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების სახეებს: საბაზო დაფინანსება და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ასევე მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებებს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს; გ) საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ასევე მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტის სწავლის სრულად დაფინანსების წესებსა და პირობებს. მუხლი 2. სახელმწიფო დაფინანსების მიზნები საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო დაფინანსების მიზნებია: ა) უმაღლესი განათლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნით, ინფრასტრუქტურის განვითარებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის მოზიდვით; ბ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილ ყველა პირს, მიუხედავად მათი სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობისა, ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება; გ) საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო რესურსების რაციონალური და სტრატეგიული განაწილება; დ) ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგების განვითარება, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდა; ე) რეგიონული განვითარების მხარდაჭერა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რეგიონში კადრების შენარჩუნება და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება; ვ) სამეცნიერო პროგრესის, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენების ხელშეწყობა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგანმანათლებლო პროგრამა − საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ასევე მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები; ბ) საბაზო დაფინანსება − საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ერთ-ერთი სახე, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა, საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი პირების რაოდენობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით; გ) გარანტირებული საბაზო დაფინანსება − საბაზო დაფინანსების პირველი კომპონენტი, რომელიც განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების გარანტირებული საბაზო დაფინანსებისათვის, ამ წესით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად; დ) დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება − საბაზო დაფინანსების მეორე კომპონენტი, რომლის შენარჩუნებაც დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე და განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების იმ ნაწილის დასაფინანსებლად, რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით; ე) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება − საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ერთ-ერთი სახე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრავენ შესრულების ინდიკატორებს − დაწესებულების სტრატეგიული გეგმისა და სახელმწიფოს პრიორიტეტების გათვალისწინებით; ვ) საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის შედეგად ან საქართველოს მოქალაქე/„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სწავლობს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და/ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე კანონის 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომლებიც შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2026-2027 სასწავლო წლამდე). ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების ან ქართულ ენაში მომზადების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე/„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელსაც აქვს აღნიშნულ პროგრამაზე აქტიური სტატუსი; ზ) საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება − სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ამ წესის დანართით დამტკიცებული ღირებულებები; თ) სწავლის სფერო − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების დანართ №2-ით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ განსაზღვრული სწავლის ფართო, ვიწრო და დეტალური სფეროები, რომლებიც ასახულია ამ წესის დანართში; ი) სრული სემესტრული დატვირთვა − ერთი აკადემიური წლის მანძილზე ერთი სასწავლო სემესტრის სტანდარტული სრული დატვირთვა მოიცავს 30 (ECTS) კრედიტს. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებები მუხლი 4. საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება 1. საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებები განსხვავდება სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით და განისაზღვრება ამ წესის დანართის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 2. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება შესაძლებელია, განსხვავდებოდეს ამ წესის დანართით გათვალისწინებული ღირებულებისგან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 3. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვროს ამ წესის დანართით გათვალისწინებული ღირებულებისგან განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება. 4. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული /საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის განსაზღვროს ამ წესის დანართით გათვალისწინებული ღირებულებისგან განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება. 5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ღირებულებების ფარგლებში საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი პირის სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. თავი III დაფინანსების ძირითადი სახეები და დაფინანსების პროცესების ადმინისტრირება მუხლი 5. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება და დაფინანსების პროცესის ადმინისტრირება 1. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი სახეებია: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება. 2. სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების წესი და პირობები, ასევე ძირითადი შესრულების ინდიკატორების კატალოგი, რომლითაც განისაზღვრება თითოეული სტრატეგიული მიმართულების ქვეშ ინდიკატორებისა და ამ ინდიკატორების გაზომვისათვის საჭირო ქვეინდიკატორების ჩამონათვალი მტკიცდება სამინისტროს მიერ. სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება გაიცემა სამინისტროს მიერ, შესაბამისი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე. 3. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პროცესები იმართება სამინისტროს მიერ, უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელშიც მუშავდება ინფორმაცია ამ წესით სახელმწიფო დაფინანსების მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საბაზო დაფინანსების მართვისა და გაანგარიშების პროცესების ადმინისტრირება, ასევე სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების პროცესების მართვა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინდიკატორების შესრულების მონიტორინგი და შეფასება. უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 6. საბაზო დაფინანსების განაწილება 1. საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილ ერთ პირზე ყოველწლიურად გამოყოფილი საბაზო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა უთანაბრდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას. 2. საბაზო დაფინანსების გაცემის საერთო ვადა არ შეიძლება, აღემატებოდეს ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილ ვადებს. 3. საბაზო დაფინანსება შედგება ორი კომპონენტისგან: ა) პირველი კომპონენტი − გარანტირებული საბაზო დაფინანსება; ბ) მეორე კომპონენტი − დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტირებული საბაზო დაფინანსება გულისხმობს საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის გარანტირებულ დაფინანსებას შესაბამისი პროგრამების ღირებულების 50%-ის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაზო დაფინანსების მეორე კომპონენტი განკუთვნილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის სრული დაფინანსებისათვის − საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების დარჩენილი 50%-ის ოდენობით, რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით. 6. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნების, შეჩერებისა და აღდგენის პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-8 მუხლით. მუხლი 7. საბაზო დაფინანსების ხანგრძლივობა 1. საბაზო დაფინანსება უზრუნველყოფილია: ა) იმ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს − არაუმეტეს 8 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 10 სასწავლო სემესტრის განმავლობაში; ბ) იმ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს – არაუმეტეს 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 8 სასწავლო სემესტრის განმავლობაში; გ) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო 300-კრედიტიანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში − არაუმეტეს 10 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 12 სასწავლო სემესტრის განმავლობაში; დ) დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – არაუმეტეს 10 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – არაუმეტეს 12 სასწავლო სემესტრის განმავლობაში; ე) დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – არაუმეტეს 12 სასწავლო სემესტრის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − არაუმეტეს 14 სასწავლო სემესტრის განმავლობაში; ვ) მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში − არაუმეტეს 2 სასწავლო სემესტრის განმავლობაში; ზ) იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს − არაუმეტეს 4 სასწავლო სემესტრის განმავლობაში; თ) იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს – 2 სასწავლო სემესტრის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბაზო დაფინანსების ხანგრძლივობაში ითვლება, ამ წესის შესაბამისად, დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების პერიოდიც. მუხლი 8. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნება, შეჩერება და აღდგენა 1. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა. 2. თუ კონკრეტული პირისათვის შედგენილია ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა, ამ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცენტი იანგარიშება ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ერთი სემესტრის სრული დატვირთვისთვის აუცილებელ კრედიტთა რაოდენობიდან (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 3. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ მუხლის მე-2 პუნქტისაგან განსხვავებული მიზეზით, შესაბამის სემესტრში პირს არ/ვერ სთავაზობს სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებულ კრედიტთა საკმარის რაოდენობას (30 (ECTS) კრედიტი), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სტუდენტისათვის ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამის შედგენა, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი სემესტრის სრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტების განსხვავებული რაოდენობა. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცენტი იანგარიშება ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ერთი სემესტრის სრული დატვირთვისთვის აუცილებელ კრედიტთა რაოდენობიდან. 4. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებისთვის ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც ექცევიან: ა) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9) მქონე პირთა კატეგორიაში; ბ) სამინისტროს მიერ განხორციელებული „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ბენეფიციართა კატეგორიაში; გ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორიაში. 5. თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მას მომდევნო სასწავლო სემესტრიდან უჩერდება დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება და ვალდებულია, სწავლის საფასურის ნაწილი − შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების 50% (რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით) დაფაროს საკუთარი სახსრებით. 6. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში შესაბამისი პირი უფლებამოსილია, ყოველი მომდევნო სემესტრიდან აღიდგინოს დაფინანსება, რისთვისაც ის ვალდებულია, წინა სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის (30 (ECTS) კრედიტი) ან ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის 100%. მუხლი 9. საბაზო დაფინანსების გაანგარიშება 1. საბაზო დაფინანსების სემესტრული ოდენობა იანგარიშება საშემოდგომო სემესტრში შესაბამისი წლის 15 ნოემბრის, ხოლო საგაზაფხულო სემესტრში − 1 აპრილის მდგომარეობით, სისტემის მონაცემების შესაბამისად: ა) საბაზო დაფინანსების უფლების მქონე პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებსაც აქვთ აქტიური სტატუსი და რომლებმაც დააკმაყოფილეს დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებისთვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღნიშნული მონაცემები მუშავდება ცალ-ცალკე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით; ბ) საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებისა და საბაზო დაფინანსების ოდენობის გათვალისწინებით. 2. საბაზო დაფინანსების სემესტრული ოდენობის დაანგარიშებისას არ გაითვალისწინება პირი: ა) რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი; ბ) რომელმაც დაფინანსების გადარიცხვის სემესტრის წინა სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) ვერ დააკმაყოფილა დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნებისთვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნარჩუნდება საბაზო დაფინანსება: ა) 15 ნოემბრამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა პირველი აპრილის შემდგომ; ბ) პირველ აპრილამდე, თუ პირს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/ შეუჩერდა 15 ნოემბრის შემდგომ. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი გაითვალისწინება საბაზო დაფინანსების სემესტრული ოდენობის დაანგარიშებისას, იმ სემესტრის მომდევნო სემესტრიდან, რომელშიც დააკმაყოფილებს დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების აღდგენისთვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 5. დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნარჩუნდება შესაბამისი პირების რაოდენობის გათვალისწინებით გარანტირებული საბაზო დაფინანსება. მუხლი 10. დისბალანსის ლიმიტი 1. თუ მიმდინარე საბიუჯეტო წლის კონკრეტული სემესტრის გარანტირებული საბაზო დაფინანსების ოდენობა წინა საბიუჯეტო წლის იმავე სემესტრის გარანტირებულ საბაზო დაფინანსებასთან მიმართებით შემცირდა 5%-ზე მეტით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, შემცირებით გამოწვეული ფინანსური დანაკლისის დაბალანსებისა და ინსტიტუციური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმართოს სამინისტროს არაუგვიანეს ამგვარი ფაქტის დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა უნდა ითვალისწინებდეს: ა) შესადარ სემესტრებში მიღებულ გარანტირებულ საბაზო დაფინანსებებს შორის სხვაობასა და აღნიშნულის განმაპირობებელ გარემოებებს; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსურ სტაბილურობაზე ზარალის გავლენის დასაბუთებას. 3. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია, გარანტირებული საბაზო დაფინანსების შემცირების მაჩვენებლის დასაშვები ზღვრის (≤5%) ფარგლებში მოქცევის მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებითი დაფინანსება ამ მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსებიდან. ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. დანართი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება
შენიშვნა 1: ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებას წარმოადგენს ამ დანართის მიხედვით შესაბამისი სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება. შენიშვნა 2: ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას წარმოადგენს ამ დანართით ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებების (02) სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება, მასწავლებლის მომზადებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულებას − ამ დანართით განათლების (01) სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება, ხოლო ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას − სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა ვეტერინარიის (08) სწავლის სფეროსთვის გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები