დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.22.023.017009 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 27 ნოემბრის №2-1150 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/11/2019; სარეგისტრაციო კოდი: 360050000.22.023.016605) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სააგენტოს სტურქტურა 1. სააგენტოს სტრუქტურა შედგება ცენტრალური აპარატის დეპარტამენტები/სამსახურებისგან და ტერიტორიული ადმინისტრაციებისგან. 2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა.ა) ბიომრავალფეროვნების სამმართველო; ა.ბ) ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველო; ბ) ინსპექტირების დეპარტამენტი: ბ.ა) ელექტრონული მართვის სამმართველო; ბ.ბ) ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო; გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი: გ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; გ.ბ) საქმისწარმოების სამმართველო; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: დ.ა) ტრანსპორტის სამმართველო; დ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ე) საფინანსო დეპარტამენტი: ე.ა) საბიუჯეტო სამმართველო; ე.ბ) საბუღალტრო სამმართველო; ვ) სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური; ზ) პროექტების მართვის სამსახური; თ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ი) სერვისების განვითარების სამსახური; კ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ლ) იურიდიული სამსახური; მ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახური; ნ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური. 3. სააგენტოს ცენტრალური აპარატის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციას წარმოადგენს: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დამუშავებული/წარმოებული ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისათვის; გ) საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების და დაინტერესებული პირების ინფორმირება, შესაბამის საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; ე) კომპეტენციას ფარგლებში საკუთარი საქმიანობის ანალიზი, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის წინადადებების შემუშავება; ვ) კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება; თ) ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას; ი) სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესასყიდი საქონელის/მომსახურების ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა; კ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო შეხვედრებსა და სემინარებში მონაწილეობა; ლ) ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. 4. სააგენტოს დეპარტამენტები/სამსახურები და ტერიტორიული ადმინისტრაციები სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები