„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016530
13
31/07/2026
ვებგვერდი, 03/08/2026
010250050.35.165.016530
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2026 წლის 31 ივლისი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №18 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge  29/12/2025, სარეგ. კოდი: 010250050.35.165.016513 ) შეტანილ იქნეს  შემდეგი  ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლით დატკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026  წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„3. ბავშვთა კვების პროგრამა (06 02 01 03)

სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა-განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების კვების პროგრამაში ჩართვამდე დაუფინანსდებათ 150 ლარამდე თანხა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა-განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე, ყოველთვიურად დაუფინანსდებათ 150 ლარი. ფენილკეტონურიით ან სხვა იშვიათი დაავადების მქონე პირები და შშმ პირები, რომლებიც სამედიცინო ჩვენებით საჭიროებენ სპეციალიზებულ საკვებს,   ყოველთვიურად დაუფინანსდებათ 150 ლარი.

პროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N IV-100/ა) და ანგარიშფაქტურა;

ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან შშმ პირის ცნობა;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.“.

2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026  წლის პროგრამის“  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის  „ა“ და  „ბ“   ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, ასევე შშმ პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობისა და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 90%-ით, არაუმეტეს 1500 ლარისა. სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა დაფინანსდება 80%-ით, არაუმეტეს 1200 ლარისა.

100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომლებიც ამავდროულად არიან ასაკით პენსიონერები ან შშმ პირის სტატუსის მქონენი, ასევე 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვებს, სამკურნალო-საოპერაციო მომსახურების 1500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაუფინანსდებათ 100%-ით. სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა 1000 ლარამდე დაფინანსდება 100%-ით, ხოლო 1000 ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევაში – თანხის 80%-ით, არაუმეტეს 1500 ლარისა;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, ასევე შშმ პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობისა და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 80%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა დაფინანსდება 60%-ით, არაუმეტეს 1200 ლარისა.“.

3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026  წლის პროგრამის“ მე-5 მუხლის   მე-11 პუნქტი„ა“ „ბ და „გ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ა) ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით (C00-C97, D0089)) მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ საჭიროებისამებრ ერთჯერადად ან ლიმიტის ამოწურვამდე 1000 ლარამდე თანხით.

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მედიკამენტების თანხა დაუფინანსდებათ ერთჯერადად ან ლიმიტის ამოწურვამდე 400 ლარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების მედიკამენტების თანხა დაუფინანსდება ერთჯერადად ან ლიმიტის ამოწურვამდე 300 ლარი.

გ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული, დევნილი პირების, 18 წლამდე ასაკის პირების, ასაკით პენსიონერი პირების და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების, ან/და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებული მოქალაქეების, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ მიეკუთვნებიან დახმარების გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროებათ მედიკამენტებით დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომლებზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ, ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებებს განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისიის მიერ.“.

4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026  წლის პროგრამის“   მე-6 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებული მოქალაქეები, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებული არიან და არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეებს, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ, ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი