დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016696 |
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260020.35.158.016382).
|
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, მერიის საქმისწარმოებას, სამართლებრივ უზრუნველყოფას, მერიაში ადამიანური რესურსების მართვას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლას, დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობას, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფას. 2. სამსახურის მისამართია: ქ.ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106. მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარება და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა; ბ) მერიაში ერთიანი საქმისწარმოება და ამ მიზნებისთვის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მართვა, მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი, კორესპონდენციის გადაგზავნა, საარქივო მასალების დამუშავება და არქივის წარმოება; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; დ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაცია და მათი განაწილება დანიშნულებისამებრ; ე) მერის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება, აღნიშნულთან დაკავშირებით ოქმის შედგენა; ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა; ზ) საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება; ი) გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის “ პრინციპის დაცვით; ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; მ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ნ) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; ო) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელება; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადება; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; კონტროლი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდური დახმარება; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენა; მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება; მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; კადრების საჭიროებათა შესწავლას და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზება; პ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სამართლებრივი აქტის პროექტის მერიის სამსახურის მიერ მომზადების შემთხვევაში, ასევე მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება და სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარი იურიდიული ექსპერტიზა; განსახილველ საკითხებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება; მერიის ინტერესების დაცვა სასამართლოში; ჟ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ხელშეწყობა ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებების განხორციელებისას და სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით – სათანადო ხელშემწყობი პირობების შექმნა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საქმიანობისთვის; რ) მერიის კავშირურთიერთობების ორგანიზება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; ს) მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა; ტ) საზოგადოების ჩართულობა და მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; დასახლებების საერთო კრებების ორგანიზება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად; უ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების წარმოჩენა, მათი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდება; ფ) მერის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადება და გამოქვეყნება; მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება; მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა; მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება; ქ) ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა; ღ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) იურიდიული განყოფილება; დ) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის და საორგანიზაციო განყოფილება; ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. მუხლი 5. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მერიაში ერთიან საქმისწარმოებას საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით; ბ) უზრუნველყოფს მერიაში შექმნილი და მერიისა და მერიის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“ და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ მეშვეობით და შემსრულებლებისთვის გადაცემას, კორესპონდენციის მოძრაობას და კორესპონდენციის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; გ) უზრუნველყოფს მერიის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ე) უზრუნველყოფს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ზ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბეჭდების და ბლანკების სათანადო გამოყენებას; თ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; ი) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; კ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ლ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; მ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ნ) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას; ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; გ) უზრუნველყოფს პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგების ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS); დ) უზრუნველყოფს მერიაში პირადი შემადგენლობის საკითხებზე: მოხელის დანიშვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის/გათავისუფლების/ გადაყვანის, მივლინების, უფლებამოსილების შეჩერების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, წახალისების ფორმის განსაზღვრის, კლასის მინიჭების, დროებით დამატებითი ფუნქციების და დროებით სხვა ფუნქციების დაკისრების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტების მომზადებას და მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას; ე) ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს; ვ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირად საქმეებს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას; ზ) ახდენს მოხელეთა სწავლების საჭიროების იდენტიფიცირებას, შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის წლიურ სასწავლო გეგმას; ამზადებს ,,მუნიციპალიტეტის წლიური სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს; თ) ამზადებს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ და „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებების პროექტებს; ი) შეიმუშავებს მოხელეთა სტაჟირების, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე და ა.შ. დასასწრებად შესაბამისი კანდიდატების შერჩევას; კ) ახორციელებს მონიტორინგს მერიის თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; ლ) უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად მოხელეთა შვებულების გრაფიკის შედგენას; მ) მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობების მომზადებაში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას უწევს საჯარო მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ო)უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; პ) განიხილავს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების მსურველთა განაცხადებებს, განსაზღვრავს სტაჟირების გრაფიკს და ვადას; ამზადებს მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის პროექტს სტაჟიორად მიღების შესახებ; ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7. იურიდიული განყოფილება იურიდიული განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას; ბ) მერიის დებულებით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ განსახილველი და მერიის თანამდებობის პირთა მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ან მონაწილეობს მათ მომზადებაში; მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურულ ერთეულებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; გ) უზრუნველყოფს მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას და კოდიფიცირებას; დ) უზრუნველყოფს მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა იურიდიული შინაარსის დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; ე) ახდენს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ; ვ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სამართლებრივი აქტების პროექტებთან და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) უზრუნველყოფს მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; თ) წარმოადგენს და იცავს მერიის ან/და თვითმმართველი ერთეულის ინტერესებს სასამართლოში; ი) იურიდიულ დახმარებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას, შეხვედრების მომზადება-ჩატარებას, სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; მ) უზრუნველყოფს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; ნ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირების, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, საწვავით უზრუნველყოფას და ტექნიკურ მომსახურებას; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 8. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის და საორგანიზაციო განყოფილება მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის და საორგანიზაციო განყოფილება: ა) უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას და მოქალაქეთა თანამონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ამ მიზნებისთვის მერის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის დასახლებებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით; ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობას სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით; გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან; დ) უზრუნველყოფს დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულებით დადგენილი წესით, სამსახურისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში; ე) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და მერიასთან; ვ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ; ზ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის ფაქტის დადასტურების მიზნით ინფორმაციის მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას; თ) აწარმოებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გაცემის მიზნით მოკვლევას და შესაბამისი დოკუმენტის (აქტი) შედგენას; ი) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების დამუშავებას; კ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე, კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ლ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; მ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; ნ) ორგანიზაციულ დამხარებას უწევს მერის და მერიის თანამდებობის პირებს უფლებამოსილების განხორციელებაში; ო) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტის ორგანოებში დაგეგმილი შეხვედრების და თათბირების მომზადებას და ჩატარებას, სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; პ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას, შეხვედრების მომზადება-ჩატარებას, სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; ჟ) უზრუნველყოფს მერიაში დაგეგმილი შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; რ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგს და სამეურნეო საქმიანობას; ს) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პოლიტიკის შექმნას; ტ) უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადებას; უ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდას ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენით და ჩართულობით; ფ) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას; ქ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება-ჩამოყალიბების საკითხებზე; ღ) უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რაოდენობრივი სტატისტიკის წარმოებას; ყ) უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების კვლევებს; შ) შეისწავლის ქალისა და მამაკაცის თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს; ჩ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად; ც) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას; ძ) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას; წ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის; ჭ) უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებს ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ხ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)მერის სამუშაო თათბირების ორგანიზებას, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას; ბ) მერიის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას; გ)მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას; მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას; დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; ე)მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრეს-რელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას; ვ)მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მერიის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს; ზ)მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი მასალების მომზადებას, ადმინისტრირებასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას; თ) პიარის დაგეგმვას და მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; ი)მერიის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადებას; კ)მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას; ლ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებული ნებისმიერი ჟურნალისტისათვის ინფორმაციის მიწოდებას; მ)მერიის თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციის ან კომენტარის მოპოვებაში ჟურნალისტებისათვის ოპერატიული დახმარების გაწევას; ნ)მერის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და გამოქვეყნებას; ო)მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; პ) საგარეო ვიზიტების ორგანიზებას; ჟ) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; რ) ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების, მიღებებისა და ღონისძიებების პროტოკოლური დაგეგმვა და კოორდინაცია, მათ შორის სტუმართა მიღების, განთავსების, დასმის წესის, ეტიკეტის ნორმებისა და ოფიციალური კომუნიკაციის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ს) პროტოკოლური მოთხოვნების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა. თავი IV სამსახურის მართვა მუხლი 10. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. მუხლი 11. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. თავი V საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 12. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. მუხლი 13. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა)სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი. ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას. მუხლი 14. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს მერი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო. თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 15. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები