ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2026
ძალაში შესვლის თარიღი 14/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016697
16
30/07/2026
ვებგვერდი, 03/08/2026
010260020.35.158.016697
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 30 ივლისი

ქ. ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის,  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის   სამსახურის დებულება  დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აგვისტოდან.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის  №63  დადგენილება (www.matsne.gov.ge,  22/11/2017, 010260020.35.158.016388).

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე



დანართი №1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ეკონომიკის  სამსახური

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ  მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტში (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, ამ მიზნით საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემუშავებას, მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, პროექტების მართვას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებასა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.

2. სამსახურის მისამართია: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106 .

 

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.

 

თავი II

სამსახურის საქმიანობა

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები 

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების მომზადებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

გ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომანდაციების შემუშავებას;

დ) სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო ფონდებთან, დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მიზნობრივ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან  თანამშრომლობას;

ე) საგრანტო კონკურესებში მუნიციპალიტეტის მონაწილეობას, საგრანტო წინადადებების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;

თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე;

მ) მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში რეკომენდაციების წარდგენას;

ნ) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული დელეგირებული უფლებამოსილების შესრულებას;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პროექტების მართვის, ეკონომიკის განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება;

ბ) ქონების აღრიცხვისა და  მართვის განყოფილება.

 

მუხლი 5. პროექტების მართვის, ეკონომიკის განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება

პროექტების მართვის, ეკონომიკის განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება   დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მიღებას, საგრანტო წინადადებების და მასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას, მის  მართვას, მონიტორინგს და შეფასებას;

ბ) პროექტის ფარგლებში დაინტერესებული პირების და პარტნიორების გამოვლენას და მათთან თანამშრომლობის წარმართვას;

გ) მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების ამსახველი ყოველდღიური ანგარიშის მომზადებას და შესაბამის უწყებებში გაგზავნას;

დ) პროექტებთან დაკავშირებული საჭირო მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას;

ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ვ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის  ეკონომიკური განვითარების და დაგეგმვის უზრუნველყოფისათვის/განხორციელებისათვის საჭირო სათანადო სტატისტიკური/ ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვებას/დამუშავებას;

ზ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

თ) სამსახურის ფუნქციური უფლებამოსილებების ფარგლებში – შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადებას;

ი) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას;

კ) ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური  პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;

ლ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს;

მ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას, ეკონომიკის ტრადიციული დარგების განვითარების ხელშეწყობას;

ნ) ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის პროექტის მომზადებას, ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი/საშუალოვადიანი/გრძელვადიანი გეგმების პროექტების მომზადებას და საჭიროებისამებრ ამისთვის შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებში მონაწილეობას;

ო) მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და ერთიანი ელექტრონული ბაზის  წარმოებას;

პ) სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაციას და შესაბამისი ნიშნით კლასიფიკაციას;

ჟ) სტატისტიკური ანალიზის წარმოებას;

რ) მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას, სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას;

ს) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით წინადადებების მომზადებას;           

ტ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

უ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;

ფ) ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის საკითხებზე, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებას;

ქ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

მუხლი 6. ქონების  აღრიცხვისა და  მართვის განყოფილება

ქონების  აღრიცხვისა და  მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;

გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;

დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;

ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;

ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;

ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;

თ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

თავი IV

სამსახურის მართვა

 

მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს.

მუხლი 8. განყოფილების უფროსი 

1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 

2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-15 მუხლის შესაბამისად.

3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.

თავი V

საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები

 

მუხლი 9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;

ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.

 

მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები 

სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან  შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.

 

მუხლი 11.  საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა

1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო.

 

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 12. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 

1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.