„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016604
17
30/07/2026
ვებგვერდი, 03/08/2026
010250050.35.156.016604
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №30

2026 წლის 31 ივლისი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.06.2025, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016568) და დადგენილების მე-2 მუხლით, დანართი №1-ის შესაბამისად დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან. საბჭოს წევრთა რაოდენობაა 18.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს სხვა წევრები და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი/წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ი. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ: კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირამიზ რამაზანოვი