დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016557 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
1. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 8 დეკემბრის №49 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 11.04.2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016409) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-5 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხდება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 361, 513, 533, 55-ე, 552, 553, 556, 771, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032, 1191 მუხლების, 125-ე მუხლის მე-8, მე-12–მე-16 ნაწილების, 1254 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 1271 მუხლის მე-5 ნაწილის, 134-ე, 135-ე, 1351, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 159-ე და 1591 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლის საფუძველზე.“. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 361, 533, 552, 556, 771 და 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში) მუხლების, 103-ე მუხლის, 1032-ე მუხლის, 125-ე მუხლის მე–8, მე-12 – მე-14 ნაწილების, 1254 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 135-ე და 1351 მუხლების, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 1522 მუხლის, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და 159-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლისა და 43-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები