„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016558
25
03/08/2026
ვებგვერდი, 06/08/2026
010250050.35.120.016558
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2026 წლის 3 აგვისტო

ქ. სამტრედია

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
1. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის  30 ივნისის  №20 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 01.07.2026, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016553) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის მე-7 მუხლის:

ა)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება მიკროჩიპით/ტრანსპონდერით ან საყურე ნიშნით (საჭდით). თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება აღნიშნული იდენტიფიკაციის საშუალებით.“;

ბ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას მიკროჩიპით/ტრანსპონდერით ან საყურე ნიშნით (საჭდით) უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.“.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა

N 0000001

ცხოველი:

1. სახეობა ..................................................................

2. ჯიში .......................................................................

3. სქესი ......................................................................

4. ასაკი .......................................................................

5. გარეგანი აღწერილობა ..............................................................................................

6. იდენტიფიკატორი ......................................................................................................

(მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) N)

7. მუდმივი ადგილსამყოფლის მისამართი .............................................................

ცხოველის პატრონი:

1. სახელი, გვარი .........................................................................

2. პირადი № .................................................................................

3. მისამართი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) .................................................................

4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (სახლის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

................................................................................................................................................

რეგისტრატორი:

1. სახელი, გვარი .........................................................................

2. დასახელება, ID N ............................................................

3. მისამართი (ფაქტობრივი და იურიდიული) ....................................................................

4. საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი (ოფისის, მობილური), ელექტრონული ფოსტა)

................................................................................................................................................ 

............................................................ /სახელი, გვარი/

                           (ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                              (თარიღი)

ბეჭდის

ადგილი

ცხოველის პატრონი:

............................................................ /სახელი, გვარი/

                     (ხელმოწერა)

„ ....... “ ............................................. 202 ... წ.

                            (თარიღი)

(ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის N 0000001 მეორე მხარე ან დანართი)

მუხლი 2
     დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა