სს „მისო ჯი-აი-სი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მისო ჯი-აი-სი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

სს „მისო ჯი-აი-სი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მისო ჯი-აი-სი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2026
სარეგისტრაციო კოდი
31
31/07/2026
ვებგვერდი, 06/08/2026
სს „მისო ჯი-აი-სი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მისო ჯი-აი-სი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №31

2026 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

სს „მისო ჯი-აი-სი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მისო ჯი-აი-სი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 25 მარტის №72/04 ბრძანების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა სს „მისო ჯი-აი-სი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 205288829) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას;

2. შეწყდეს სს „მისო ჯი-აი-სი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 205288829) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი 01036002403);

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს;

4.  ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6.  ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი   ეკატერინე მიქაბაძე