„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025917
368
03/08/2026
ვებგვერდი, 05/08/2026
300160070.10.003.025917
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2026 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 13/01/2014, 300160070.10.003.017613) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

მუხლი 171. კონტროლი

1. კონტროლს უნებართვო საქმიანობასა და სანებართვო პირობების შესრულებაზე ახორციელებს სააგენტო.

2. ნებართვის გარეშე საქმიანობისა და სანებართვო პირობების კონტროლის განხორციელების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია, აწარმოოს ფოტო/ვიდეო გადაღება, მათ შორის, სამხრე კამერის საშუალებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უზრუნველყოს ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვისა და გამოყენების წესის დამტკიცება 2026 წლის 15 სექტემბრამდე.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან.  


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე