დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.025916 |
367
03/08/2026
ვებგვერდი, 05/08/2026
310150000.10.003.025916
„გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/01/2025, 310150000.10.003.024908) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესის“ მე-7 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. შემოწმების პროცესში ინსპექტორი უფლებამოსილია, აწარმოოს ფოტო/ვიდეო გადაღება, მათ შორის, სამხრე კამერის საშუალებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით უზრუნველყოს ტექნიკური საშუალებებით მტკიცებულებების მოპოვების (ფოტო/ვიდეო გადაღება), შენახვისა და გამოყენების წესის დამტკიცება 2026 წლის 15 სექტემბრამდე. |
| მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები