დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.025914 |
|
„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2024, 190020010.10.003.024606) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილმა ორგანომ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ (რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული პირების აღრიცხვა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის შესაბამისი ინფორმაციის/მონაცემების მიწოდება; დ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირის/მისი წარმომადგენლის/მისი სახელით სხვა მესამე პირის მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის დაწესებულება ახორციელებს საჭირო მონაცემების/ინფორმაციის გადამოწმებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილ ორგანოში ან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) და ამ დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში − შესაბამისი პირის სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები