ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისათვის არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისათვის არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016181
66
31/07/2026
ვებგვერდი, 06/08/2026
000000000.00.152.016181
ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისათვის არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №66

2026 წლის 31 ივლისი

ქ. დუშეთი

ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისათვის  არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელის მინიჭების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1.  ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილს მიენიჭოს  არქიმანდრიტ ამბროსი დათოშვილის სახელი თანდართული რუკის  შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 (ოთხი) თვის ვადაში უზრუნველყოს ამ  განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის  ვადაში.

5. განკარგულება  ძალაში  შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი მცხეთა,  სამხედროს ქუჩა №17).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                            ნუკრი უნდილაშვილი