დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.034.017760 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 07.08.2014; 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები: „დ2) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადება; დ3) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, უკანონო მიგრაციის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა, თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს, აგრეთვე უღებს მას ფოტოსურათს;“; ბ) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტები: „ზ2) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აკისრებს ადმინისტრაციულ სახდელს; ზ3) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, უკანონო მიგრაციის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავშესაფრის პროცედურის ფარგლებში აკავებს უცხოელს ან/და თავშესაფრის მაძიებელს და საჭიროების შემთხვევაში ასევე ახორციელებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;“. 3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახორციელებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვას და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ცნობის მომზადებას;“. 4. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტში (საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მსურველ) უცხოელთა ვიზიტების განრიგის შედგენას, ახორციელებს განცხადებების, მათ შორის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების მიღება-რეგისტრაციას და მიღება-რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელებას, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებას და ფოტოსურათის გადაღებას, აგრეთვე უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემას;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) აწარმოებს საარქივო საქმიანობას;“. 5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე6“–„ე8“ ქვეპუნქტები: „ე6) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აკისრებს ადმინისტრაციულ სახდელს; ე7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს, ასევე უცხოელს უღებს ფოტოსურათს; ე8) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თავშესაფრის პროცედურის ფარგლებში ახორციელებს უცხოელის ან/და თავშესაფრის მაძიებლის დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას/ესკორტირებას, ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;“. 6. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;“. 7. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე მონაწილეობს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით უცხოეთში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი საქართველოს მოქალაქის საქართველოში დაბრუნების ღონისძიებაში;“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები