დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „№15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1239 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017721 |
1239
19/08/2026
ვებგვერდი, 20/08/2026
100020020.22.027.017721
„№15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„№15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1172 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 22/01/2026, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.027.017655) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამანათის მიღება მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ, ხოლო ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისას – დამატებით ერთხელ. ამანათის მიღება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს შეუძლია თვეში ოთხჯერ.“. 2. დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები