დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა -პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.109.016475 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა -პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.109.016469) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. თავშესაფრიდან ურბანული გარემოს პირვანდელ ან სხვა მიზანშეწონილ არეალში დასაბრუნებელი ან/და მისაკედლებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება საყურე ნიშნით (საჭდით) ან მიკროჩიპით/ტრანსპონდერით. თავშესაფრიდან გასაჩუქებელი ცხოველების იდენტიფიკაცია ხორციელდება დადგენილი იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალებით. 6. თავშესაფარში შეყვანილი ცხოველების (ძაღლი, კატა) სავალდებულო იდენტიფიკაციას საჭდით/მიკროჩიპით/ტრასპონდერით უსასყიდლოდ ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, თავშესაფრის მესაკუთრის/მფლობელის სურვილის შემთხვევაში და წინასწარი განაცხადის საფუძველზე.“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. ცხოველების ევთანაზია 1. ცხოველების ევთანაზია ტკივილის შეწყვეტის მიზნით ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში. 2. ცხოველთა თავშესაფარში ევთანაზია დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე. 3. ცხოველის ევთანაზია თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ ვეტერინარის მიერ მისი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ცხოველი იმყოფება სიკვდილისწინა სტადიაში. 4. ცხოველის ევთანაზია ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ, მყისიერი სათანადო ინიექციის გზით, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის გარეშე, საერთო ანესთეზიის გამოყენებით. 5. დაუშვებელია ცხოველთა ევთანაზია არავეტერინარის მიერ და შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა; ზ) არაბუნებრივ გარემოში ფსიქოლოგიური ზემოქმედება.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები